ვარლამ მახარობლიძის სახელობის ცაგერის ისტორიული მუზეუმი ისტორიული მუზეუმები

მუზეუმის მისამართი: ცაგერის მუნიციპალიტეტი, ქ. ცაგერი, შოთა რუსთაველის ქ. 59
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1937 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 11 000

მუზეუმის
კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ქვემო სვანეთსა და ლეჩხუმში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალა, რომელიც ძირითადად მოიცავს ადრეულ და გვიანი ბრინჯაოს ხანას, ანტიკურ პერიოდს. მათ შორისაა: ბრინჯაოს მხედარი, ბრინჯაოს განძი, აღმოსავლური და კოლხური ბრინჯაოს სტილიზებული ცულები, კავკასიური სიკილი, ხეთური ლაგამი, ქვის ხანის იარაღები: ცულ-წერაქვი, ისრისპირები, სახნისი, დანები; ნუმიზმატიკის ნიმუშები (ალექსანდრე მაკედონელის მონეტა, ლიზიმაქეს ოქროს სტატერი, კეისრების ოქტავიანესა და ადრიანეს მონეტები, არაბული და თურქული მონეტები და სხვ.), XVII-XIX სს-ის საეკლესიო ნივთები, იშვიათი ბიბლიოგრაფიული გამოცემები, დ. ერმაკოვისა და ალ. როინიშვილის უნიკალური ფოტომასალა ლეჩხუმზე. მუზეუმის ფილიალები: ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი (ს. ბარდნალა), სევერიან ისიანის სახლ-მუზეუმი (ზოგიში), არჩილ გელოვანის სახლ-მუზეუმი ( ს. სპათაგორი).

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, კვირის გარდა, 10 სთ-დან – 17 სთ-მდე.
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: ბავშვები – 1 ლ., სტუდენტები და უფროსები – 2 ლ.
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები:
საგანმანათლებლო პროგრამები:
გამოცემები
: ვარლამ მახარობლიძის სახელობის ცაგერის ისტორიული მუზეუმის კატალოგი, ცაგერის ისტორიული მუზეუმის შრომები, ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან.

მუზეუმის ფართობი: 431.3 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია: 250 კვ/მ
პერიოდული გამოფენები:
საცავი: 52 კვ/მ