ივანე ჯავახიშვილის სახელობის გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ისტორიული მუზეუმები

მუზეუმის მისამართი: გარდაბანის მუნიციპალიტეტი, ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქ. 61
მუზეუმის დაფუძნების  თარიღი: 1990
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ა(ა)იპ გარდაბანის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა:  2000

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია გარდაბნის ტერიტორიაზე (ისტორიული კუხეთი) არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა: ქვის, ბრინჯაოს, ანტიკური და ფეოდალური ხანის მრავალფეროვანი კოლექციები, საინტერესოა ქვის ხანის სამეურნეო და საბრძოლო იარაღების კოლექცია, ანტიკური პერიოდის კერამიკის ნიმუშები, გვიანი შუასაუკუნეების ვერცხლისა და სპილენძის ჭურჭელი, შუა საუკუნეების ეთნოგრაფიული მასალა, სახელოსნო იარაღები, აქსესუარები, სამოსელი, ხელსაქმის ნიმუშები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, შაბათისა და  კვირის გარდა, 10 სთ-დან – 18 სთ-მდე.
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები: “ისტორიული კუხეთი”, “არქეოლოგიური გათხრები კუხეთში”, “ქართული  ხალხური საკრავები მუზეუმიდან”
საგანმანათლებლო პროგრამები: “ვისწავლოთ ჩვენი მხარის ისტორია”,  “გაკვეთილი მუზეუმში”, “ახალბედა არქეოლოგები”
გამოცემები: გამოსაცემად მზადდება: მუზეუმის შრომები,  მუზეუმის გზამკვლევი,  გარდაბნის რაიონის გზამკვლევი

მუზეუმის ფართობი: 160 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია:  100 კვ/მ
პერიოდული გამოფენები:
საცავი:  30 კვ/მ