საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი ხელოვნების მუზეუმები

მისამართი: ქ. თბილისი, შალვა დადიანის ქ. 28
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1899
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2005 წლიდან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ხელოვნების
ექსპონატთა რაოდენობა: 18 389

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია XIX-XX ს.ს. მიჯნის საქართველოს და კავკასიის ქვეყნების ხალხთა ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობანი, ხის, ლითონის, ძვლის მხატვრულად დამუშავებული ნიმუშები (ძირითადად – სამკაული, ქამრები, იარაღი, საოჯახო ნივთები), აბრეშუმის, ტყავისა და მაუდის ნაწარმი, კავკასიური ხალიჩების კოლექცია, მუსიკალური ინსტრუმენტები, კოსტიუმები, გობელენები, ნაქარგობის ნიმუშები, მხატვარ-პრიმიტივისტთა ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები, ლატვიელი მხატვრის იული სტრაუმეს (1874-1970) კავკასიის თემაზე შექმნილი ესკიზებისა და ჩანახატების მრავალრიცხოვანი კოლექცია.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან – 17 სთ-მდე.
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: სკოლის მოსწავლეები – 0.50 ლ., სტუდენტები – 1 ლ., უფროსებისათვის – 2 ლ.
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები: პერიოდული გამოფენები ხალხური რეწვის თემებზე
საგანმანათლებლო პროგრამები: ”სკოლა-მუზეუმის მეგობარი”, ”მოსწავლე გიდები”
გამოცემები: მუზეუმის ბუკლეტები

მუზეუმის ფართობი: 412 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია: 180 კვ/მ
პერიოდული გამოფენები: 120 კვ/მ
საცავი: 70 კვ/მ
რესტავრაციის სახელოსნო: 12 კვ/მ

მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება).