საქართველის ეროვნული მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი ისტორიული მუზეუმები

მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი, 3
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1852
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2004 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატთა რაოდენობა: 1 200 000

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: საქართველოს უძველესი მუზეუმის ფონდებში დაცულია მდიდარი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა, ქართული ოქრომჭედლობის, ხატწერის ნიმუშები და სხვა. სტაციონარულ ექსპოზიციებს შორის აღსანიშნავია დმანისში აღმოჩენილი ჰომინიდების ნაშთების გამოფენა, რომელიც 1.800 000 წლით თარიღდება და წარმოადგენს ადამიანის წინაპრის აფრიკის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილ უძველეს ნიმუშს. მუზეუმში ექსპონირებულია აგრეთვე: ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენების მრავალრიცხოვანი მასალა, მრავალფეროვანი ოქროს ფონდი (ძვირფასი ლითონისა და ქვის ნაკეთობები ჩვ. აღ-მდე III ათასწლეულის II ნახევრიდან ჩვ. წ. IV ს.-ის ჩათვლით). მუზეუმში დაცული ექსპონატები აღმოჩენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ანანურში, მარტყოფში, თრიალეთის ყორღანებში, ვანში, ახალგორში, მცხეთაში, ჟინვალსა და სხვ.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან – 18 სთ-მდე.
მუზეუმში
შესასვლელი ბილეთის ფასი: სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები – 0.50 ლ., უფროსები – 10 ლ., გიდის მომსახურება ქართულ ენაზე – 10 ლ., გიდის მომსახურება უცხო ენაზე – 45 ლ.
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები: პერიოდული გამოფენები მუზეუმის ფონდებიდან საქართველოსა და საზღვარგარეთ
საგანმანათლებლო
პროგრამები: 2005 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შეიქმნა საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს სამუზეუმო კოლექციების თემატიკის პროგრამებზე (ელ-ფოსტა: program@museum.ge, ტელ: (+995 593) 328 345
გამოცემები: მუზეუმის კატალოგები, ბუკლეტები და სხვა.

მუზეუმის მთლიანი ფართობი:
მუდმივი ექსპოზიცია:
პერიოდული გამოფენა:
საცავი

კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი – 437 ექსპონატი.
მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება).