მუზეუმის მისამართი: ქ. თბილისი, კუს ტბის გზატკეცილი 1
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1966
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2004 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატთა რაოდენობა: 8 000 ექსპონატი, მათ შორის 70 ექსპონატ-ნაგებობა.
მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმს(ღია ცის ქვეშ მუზეუმი) კუს ტბის ფერდობის ჩრდილოეთ ნაწილში უკავია დაახლოებით 65 ჰექტარი ტერიტორია. ამჟამადაქ განლაგებულია 70 საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ხალხური ხუროთმოძღვრების ნიმუში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან. ღია ცის ქვეშ მუზეუმში წარმოდგენილია 14 ეთნოგრაფიული ზონა: ქართლი, კახეთი, სამეგრელო, იმერეთი, რაჭა, აჭარა, აფხაზეთი, სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, და სხვა. გარდა ამისა, მუზეუმში დაცულია სხვადასხვა სახის ქსოვილის (ხალიჩები, ფარდაგები, ხალხური სამოსელის ნიმუშები),ხის, კერამიკის, ტყავის ნაკეთობანი.
მუზეუმისმუშაობისგანრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან – 18 სთ-მდე.
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები – 0.50 ლ., უფროსები – 5 ლ., გიდის მომსახურება ქართულ ენაზე – 25 ლ., გიდის მომსახურება უცხო ენაზე – 45 ლ.
უფასო ვიზიტი:6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.
გამოფენები: პერიოდული გამოფენები მუზეუმის ფონდებიდან საქართველოში და საზღვარგარეთ.
საგანმანათლებლოპროგრამები: 2005 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შეიქმნა საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს სამუზეუმო კოლექციების თემატიკის პროგრამებზე (ელ-ფოსტა: program@museum.ge, ტელ: (+995 593) 328 345
გამოცემები:მუზეუმის კატალოგები, ბუკლეტები და სხვ.
მუზეუმის მთლიანი ფართობი:
მუდმივი ექსპოზიცია:
პერიოდული გამოფენა:
საცავი: