მისამართი: ქ. თბილისი, ლ. ქიაჩელის ქ. 12
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1976
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2004 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატთა რაოდენობა: 3000
მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: სახლ-მუზეუმი დაფუძნდა ცნობილი ქართველი მხატვრის – ელენე ახვლედიანის (1901-1975 წწ.) ბინა-სახელოსნოს ბაზაზე. მხატვარი წლების მანძილზე სწავლობდა იტალიასა და საფრანგეთში (პარიზის კოლოროსის აკადემია), სადაც ინტენსიურად აწყობდა გამოფენებს, რომლებიც ფრანგ კრიტიკოსთა დიდ ინტერესს იწვევდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ, ელენე ახვლედიანის ბინა-სახელოსნო ხელოვნების თავისებურ სალონად იქცა, სადაც იმართებოდა პოეზიის საღამოები, კონცერტები. სახლ-მუზეუმში ექსპონირებულია მხატვრის მიერ სხვადასხვა პერიოდში შესრულებული ფერწერული ტილოები (ძირითადად საქართველოს სხვადასხვა კუთხის პეიზაჟები), გრაფიკული და სცენოგრაფიული ნამუშევრები; აგრეთვე მის მიერვე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეგროვებული უტილიტარულ-დეკორატიული ნივთები – XIX-XX სს-ის გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.
მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან – 18 სთ-მდე.
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები – 0.50 ლ., უფროსები – 3 ლ., გიდის მომსახურება ქართულ ენაზე – 25 ლ., გიდის მომსახურება უცხო ენაზე – 45 ლ.
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.
გამოფენები: პერიოდული გამოფენები მუზეუმის ფონდებიდან საქართველოში და საზღვარგარეთ
საგანმანათლებლო პროგრამები: 2005 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შეიქმნა საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს სამუზეუმო კოლექციების თემატიკის პროგრამებზე (ელ-ფოსტა: program@museum.ge, ტელ: (+995 593) 328 345
გამოცემები: მუზეუმის კატალოგები, ბუკლეტები და სხვ.
მუზეუმის მთლიანი ფართობი:
მუდმივი ექსპოზიცია:
პერიოდული გამოფენა:
საცავი:
კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი: 37 ექსპონატი.